понедельник, 23 мая 2011 г.

დემი ლოვატო შესაძლოა სამკურნალო ცენტრში დაბრუნდეს!

სულ ახლახან 18 წლის მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო სარეაბილიტაციო ცენტრიდან დაბრუნდა და უკვე დღეს ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ახალგაზრდა ვარსკვლავი კვლავ დაბრუნდეს ცენტრში. განცხადება ედი დე ლა გარზამ გააკეთა და ამ ამბით გული დასწყვიტა დემის ფანებს...
ნახეთ უახლესი დეტალები რა გახდა მიზეზი მორიგი ფსიქიკური აშლილობისა?!





18 წლის დემი ლოვატო 5 თვიანი კურსის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა და კვლავ შეუდგა მუშაობას, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ დემი თავს ცუდად გრძნობს. მან საკმაოდ სევდიანი თვითები დატოვა სოციალური ქსელის საშუალებით და დაგმო კომერციული რეკლამები დიეტებზე..
გოგონა ძალიან განიცდის თავის წონას და საკმაოდ ძლიერ დიეტებს იცავს, კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ჭამს და ბევრს ვარჯიშობს, როგორც ჩანს, სწორედ ამ ყოველივემ დაღალა დემი... ის თვითერზე წერს: " იცით რა? არ ჭამო და არ მიიღო შედეგი" ეს მართლაც საწყენია!დიახ წონის დაკარგვა ზოგიერთი ადამიანისთვის კარგია, მაგრამ ეს ყოველივე არის როგორც რეკლამა" 




დემიმ თავისი ინტერვიუთი მსოლფიოს გაოცება მოახდინა, მთელი მსოფლიოს მაშტაბით ძალიან ცოტა არის ისეთი ადამინი, რომელმაც არ განიცადა, მისი პრობლემა. როგორც ვგებულობთ მას წონასთან პრობლმები ბავშობიდან ჰქონდა."მე ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რატომ იყვნენ ჩემს მიმართ ასე ბოროტები. არც ფიქრობდნენ ისე მეუბნეოდნენ, რომ მსუქანი ვარ. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ მე საკვებთან დაკავშირებით დაავადება მაწუხებდა"- ამბობს დემი ინტერვიუში, ასევე ირკვევა ისიც, რომ მას ბავშობიდან აწუხებს ბულემია
გარდა ამისა გოგონას ფსიქიკაზე უარყოფითი დამოკიდებულება ძალიან მოქმედებს, ის ამბობს, რომ ბავშობიდან დასცინოდნენ სიმქსუნის გამო და ამის გამო უკვე რამოდენიმეჯერ დაისერა ვენები.
საბოლოოდ დემიმ მკურნალობა გადაწყვიტა და სამკურნალო ცენტრს მიმართა, იქ მან 5 თვე გაატარა და დაუბრუნდა მაყურებელს, მაგრამ.....


სამწუხაროდ დღეს ედი დე ლა გარზამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სურს დემი კვლავ დაბრუნდეს სამკურნალო ცენტრში.. " ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და შეწუხებულია ხალხის აზრით, არ მინდა ჩემი გოგონა დაიტანჯოს გული მწყდება, მაგრამ ვფიქრობ მისთვის ასე აჯობებს" -განაცხადა მსახიობის მამამ ტვიტერზე.
ედისგან განსხვავებული აზრი აქ დაიანა დე ლა გარზას, მან ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა: " მე არ მინდა მან კვლავ გამოიაროს ტანჯით სავსე 5 თვე, ის საუკეთესოს იმსახურებს მინდა ჩემი გოგონა ყველაზე ბედნიერი იყოს მთელ მსოფლიოში და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე ვიბრძოლებ მისი ბედნიერებისთვის, თქვენ კი ლოვატიკებო მოემზადეთ, მალე ჩვენი გადატრიალება მოხდება, დემიმ უკვე ჩაწერა ახალი ალბომი და რაც არ უნდა მოხდეს ის იხილავს მზის შუქს"
დემი ბოლოს სოციალურ ქსელ ტვიტერს გუშინ ეწვია და საკმაოდ სევდიანი სტატუსები დატოვა წონაზე.. მან ასევე დათვითა, რომ არ იყო კარგად..!
მისმა საქციელმა ტვიტერში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია და უმალ დაიწყეს დემის მიმართ თვითები, ასევე სულ ცოტა ხნის წარმატებულმა თინეიეჯრულმა პორტალებმა თავიანთ თვიტერზე დაპოსტეს STAY STRONG DEMI LOVATO...


0 კომენტარი:

Отправить комментарий

პოპულარული პოსტები